Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო მაფინები კაკაოთი და დარიჩინით / samarxvo mafinebi kakaoti da darichinit (მზარეული, კულინარია, რეცეპტები)
2013-03-29, 3:05 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
200 გ ფქვილი,
150 გ შაქარი,
2 ს.კ. კაკაო,
2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი,
150 მლ ცხელი წყალი,
3 ს.კ. რაფინირებული ზეთი,
მწიკვი დარიჩინი.

მომზადების წესი:
ღუმელი 200 გრადუსზე გავაცხელოთ. მაფინის ფორმებში ჩავფინოთ ქაღალდი და ცხიმი წავუსვათ. ცალკე თასში მოვათავსოთ მშრალი ინგრედიენტები. ცალკე ავურიოთ ზეთი და ცხელი წყალი. ორივე მასა ერთმანეთს შევურიოთ. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. თუ ცომი სქელი იქნება, ცოტა ცხელი წყალი დავუმატოთ, ხოლო თუ თხევადი – ცოტა ფქვილი შევურიოთ. ცომი მოვათავსოთ ფორმებში და ვაცხოთ 15- 20 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, gurmani, kulinaria, რეცეპტები, receptebi, საჭმელების მომზადება, გურმანი, sachmelebis momzadeba ნანახია: 2229 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]