Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი ჩიჟი ბიჟის მარტივი რეცეპტი / ugemrielesi chijhi bijhis martivi recepti
2018-04-19, 4:46 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
პომიდორი 4-5 ც
კვერცხი 4 ც
ხახვი 1 თავი
ნიორი 2 კბილი
ზეთი 3-4 სუფრის კოვზი
მწვანილი გემოვნებით (მაგ. ოხრახუში და რეჰანი ან ქორფა ბაზილიკი)
მარილი, წიწაკა, პილპილი, ხმელი ბაზილიკი, ორეგანო

მომზადების წესი:
ტაფაზე ვასხამთ ზეთს, ვჭრით ხახვს სასურველი ზომის ნაჭრებად და ვბრაწავთ საშუალო ცეცხლზე (კარამელიზაციისთვის უხდება ნახევარი კოვზი შაქარი). ვამატებთ წვრილად დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორსაც.
პომიდვრებს ვმდუღრავთ, რომ კანი სწრაფად გაძვრეს ან დამდუღვრის გარეშე ცოტა მეტად ვწვალობთ და ვაცლით კანს.
კანგაცლილ პომიდვრებს ვჭრით წვრილად და უკვე მოშუშულ ხახვთან ერთად, ვტოვებთ საშუალო ცეცხლზე 8-10 წუთი, სანამ ცოტა არ ამოშრება და დადუღდება. ასე სხვანაირი გემო აქვს, თუ გინდა, შეგიძლია უფრო ცოცხლადაც შეინარჩუნო პომიდვრის სოუსი, ორივე გემრიელია, გემოვნების ამბავია.
მარილით და სუნელებით ვაზავებთ. ვჭრით მწვანილებს და ვაყრით, ვურევთ და სასწრაფოდ ვამზადებთ კვერცხებს ჩასახლელად, მწვანილი რომ დიდხანს არ იხარშოს.
კვერცხების ჩასახლელად ტაფაში ვაკეთებთ ღრმულებს, რომ კვერცხმა ფორმა შეინარჩუნოს.
ვახლით სათითაოდ და ველოდებით, სანამ არ მოიხარშება. თუმცა, თუ ნახევრად მოხარშული გიყვართ, ჩემგან განსხვავებით, მალევე გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ჩიჟი-ბიჟი, chiji-piji, kverckhi kvercxi, ჩიჟი პიჟი, პამიდორი პომიდორი, chiji-biji, კვერცხი, chijhi-bijhi, pamidori pomidori, chijhi-pijhi ნანახია: 4274 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]