მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
როგორ შევწვათ ხრაშუნა კარტოფილი ფრი ზეთისა და ცხიმის გარეშე / rogor shevtscvat khrashuna kartofili fri zetisa da ckhimis gareshe
2016-10-05, 0:27 AM |
შემადგენლობა:
5-7 კარტოფილი
2 კვერცხი (მხოლოდ ცილა)
მარილი (გემოვნებით)
პაპრიკა, წითელი წიწაკა (გემოვნებით)
შავი პილპილი (გემოვნებით)
მომზადების წესი:
1აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილები, კარგად გაასუფთავეთ და დაჭერით 1 სანტიმეტრის სისქეზე. დიდი ზომის შემთხვევაში ის არ დაიბრაწება კარგად, ხოლო თუ თხელი იქნება პირიქით, ძალიან მალე დაიწვება.
2აიღეთ კვერცხი, გატეხეთ ისე, რომ ცილა დარჩეს მარტო და მოათავსეთ თასში. მარილი, პაპრიკა და შავი პილპილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ ცილა გადაიქცეს ქაფის მასად.
3მოამზადეთ თქვენ მიერ დაჭრილი კარტოფილი და ჩადეთ იმ თასში, სადაც არის მომზადებული ცილის მასა. შეეცადეთ, რომ კარგად აურიოთ ერთმანეთში და კარტოფილები გაიჟღინთოს სითხით.
4გაამზადეთ ღუმელი, გაახურეთ ის 200-დან 220 გრადუსამდე. მის ფირფიტაზე მოათავსეთ სუფთა პერგამენტული ქაღალდი და მასზე სათითაოდ დაალაგეთ კარტოფილები. შემდეგ შედგით გაცხელებულ ღუმელში .
5კართოფილი ღუმელში უნდა იმყოფებოდეს 8-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გახსენით ის, ფირფიტას მოაშორეთ ქაღალდი და გააგრძელეთ მისი შეწვა იმ კონდიციამდე, სანამ კარტოფილი არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
6როგორც მიხვდებით, რომ თქვენი კერძი გამზადდა, გამოიღეთ ღუმელიდან და რამდენიმე წუთი დააცადეთ გაგრილება. ამის შემდეგ კი თამამად შეგიძლიათ უკვე დატკბეთ კართოფილი ფრი-ს ხრაშუნა გემოთი. არ დაგავიწდეთ, რომ მეგობრებსაც გაუზიაროთ ცოდნა, თუ როგორ მოამზადონ ასეთი გემრიელობა ზეთისა და ცხიმის გარეშე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |