მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხაჭოს პასკა ნაღებით / khachos paska naghebit
2014-05-18, 5:32 PM |
შემადგენლობა:
500 გ ხაჭო (მე ვიყენებ სოფლის ნობათის 0%-იანი ხაჭო)
1/3 ჭიქა შაქარი
3 კვერცხი
1 ჭიქა (200 გ) 35-40%-იანი ნაღები
ვანილის შაქარი — ერთი პაკეტი
ნახევარი ლიმნისგან დაწურული წვენი
ფორთოხლის ცუკატები და/ან ქიშმიში – ½ ჭიქა
ნიგოზი – ½ ჭი
მომზადების წესი:
წინასწარ, ცუკატები და ქიშმიში ჩაალბეთ რამდენიმე ხნით მდუღარეში, შემდეგ გადაწურეთ და გაავლეთ ცივ წყალში. გაშალეთ ქაღალდის ხელსახოცზე და გააშრეთ (შეგიძლიათ მხოლოდ ცუკატები გამოიყენოთ, ან მხოლოდ ქიშმიში – თქვენი გემოვნებით; მე ხშირად წვრილად დაჭრილ კურაგას – გარგლის ჩირს ვიყენებ).
შემდეგ:
ხაჭო გახეხეთ საცერზე, ისე, რომ ერთგვაროვანი გახდეს;
შეურიეთ ცუკატები (ან ქიშმიში, ან ჩირი), ნიგოზი და ლიმონის წვენი;
პატარა ჯამში ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი;
ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ნაღები, შედგით მასა ორთქლზე და აქტიურად ურიეთ, სანამ არ გასქელდება (დაახლოებით მოხარშული კრემის სისქემდე);
მიღებული ცხელი მასა შეურიეთ ხაჭოს და კარგად აურიეთ;
პასკის სპეციალურ ხის ფორმაში ან თუშფალანგში (დურშლაგში) ჩააფინეთ ორი ფენა დოლბანდის ნაჭერი, ისე, რომ მისი ბოლოები გარეთ იყოს გადმოკიდებული. შემდეგ მოათავსეთ თუშფალანგში ხაჭოს მასა, მოუსწორეთ ზედაპირი და დოლბანდის ბოლოები გადააფარეთ ზემოდან. მოათავსეთ დოლბანდზე ბრტყელი თეფში (რომლის დიამეტრიც თუშფალანგის დიამეტრზე ნაკლებია), ხოლო თეფშზე რაიმე სიმძიმე – მაგალითად თუჯის ფილთაქვა, ან წყლით სავსე დიდი ქილა. ჩვენი ამოცანაა, რომ მძიმე პრესის ქვეშ ხაჭოს მასიდან დაიწუროს მთლიანი სითხე. შევდგათ ეს კონსტრუქცია მაცივარში 8-12 საათით; საუკეთესო შემთხვევაში – 24 საათით.
კარგად დაწურული პასკა ამოვატრიალოთ თეფშზე და სურვილისამებრ მოვასხათ ზემოდან შოკოლადის გლაზური.
შენიშვნები:
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სჯობს ამ პასკის ორმაგი ულუფის მომზადება, რადგან სუფრიდან სწრაფად გაქრობა სჩვევია.
საბოლოო ჯამში, ეს პასკა, განსაკუთრებით შოკოლად-მოსხმული, წარმოადგენს ძალიან გემრიელ ხაჭოს ტორტს, ასე რომ შეგიძლიათ ის არა მხოლოდ სააღდგომოდ, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც მოამზადოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |