მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შოკოლადის ტორტი / shokoladis torti
2014-05-18, 4:37 PM |
შემადგენლობა:
კვერცხი - 8 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
შაქრის პუდრა - 1 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 1 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
კაკაოს ფხვნილი - 50 გრამი
რძე - 0, 5 ჩაის ჭიქა
მომზადების წესი:
რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე; თანდათან დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება, ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სპეციალური მოსართავით. შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 1 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრას შევურიოთ 50 გრამი კაკაოს ფხვნილი, დავასხათ 0,5 ჩაის ჭიქა მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ. 300 გრამი კარაქი ავზილოთ, გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |