მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის ფრთები კომბოსტოს სალათით
2014-05-18, 4:16 PM |
შემადგენლობა:
სოიოს სოუსი – 1/2 ჭ
პამიდვრის კეტჩუპი – 50 მლ
თეთრი ღვინის ძმარი - 50 მლ
თხელი თაფლი - 50 მლ
ნიორი (დაქუცმაცებული) -1 კბილი
ჯინჯერი (გახეხილი) - 1 ჩ.კ
წიწაკა ჩილი (დანაყილი)
მწიკვი ქათმის ფრთები -12 ც.
კომბოსტოს სალათი:
წითელფურცლიანი კომბოსტო (დაქუცმაცებული) - 115 გრ
თეთრფურცლიანი კომბოსტო (დაქუცმაცებული)-115 გრ
სტაფილო (გახეხილი) -1 ც.
ოხრახუში (დაჭრილი) -1 ს.კ,
კამა (დაჭრილი) -2 ჩ.კ,
ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ,
სოიოს სოუსი – 1 ს.კ.
მომზადებსი წესი:
ცეცხლგამძლე ჭურჭელში ერთმანეთს შევურიოთ: სოიოს სოუსი, პამიდვრის კეტჩუპი, ძმარი, თაფლი, ნიორი, ჯინჯერი და წიწაკა. ფრთები ჩავალაგოთ სოუსში ისე რომ მთლიანად დაიფაროს ყველოა მხრიდან. დავახუროთ თავსახური და ერთი ღამე გავაჩეროთ მაცივარში. სალათის მოსამზადებლად შევურიოთ: წითელფურცლიანი, თეთრფურცლიანი კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, კამა, ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი. გავაჩეროთ ცოტა ხანი. ღუმელი გავაცხელოთ 180°-მდე. 30 წუთის განმავლობაში შევწვათ ქათმის ფრთები (გადავატრიალოთ 15 წთ–ში). გავახუროთ გრილი. ფრთები დავალაგოთ გრილის ბადეზე და კულინარიული ფუნჯით წავუსვათ დარჩენილი მარინადი. გრილზე გავაჩეროთ 5-10წთ–ი, ვატრიალოთ და ვუსვათ მარინადი. გრილიდან გადმოვიღოთ, როცა ფრთები დაიფარება მსხვრევადი ოქროსფერი კანით. მივირთვათ სალათასთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |