მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ატრია მწვანე ხახვითა და ჯანჯაფილით
2014-05-16, 0:55 AM |
შემადგენლობა:
250 გ კვერცხიანი ატრია
1 დიდი კონა დაჭრილი მწვანე ხახვი
1 ს.კ. გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი
1 ჩ.კ. დაჭყლეტილი ნიორი
2 ს.კ. სიმინდის ან ზეითუნის ზეთი
3 ს.კ. სეზამის ზეთი
1 ს.კ. საკე
1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
0,5 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა
სეზამის მარცვლები – მოსაყრელად.
მომზადების წესი:
ატრია მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით, გადავწუროთ და გადავდოთ. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი, სეზამის მარცვლების გარდა, კარგად ავურიოთ და მინიმუმ 15 წუთი გავაჩეროთ (შეიძლება მაცივარში შევინახოთ ორი დღის განმავლობაში). მზა სოუსი მოვასხათ ატრიას, ავურიოთ და მოვაყაროთ სეზამის მარცვლები.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |