Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გებჟალია პიტნით და სულგუნით / gebjalia pitnita da sulgunit
2014-05-18, 4:40 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ჭყინტი ყველი – 1 კგ
რძე – 1 ლ
ნადუღი – 500 გ
არაჟანი – 200 გ
პიტნა – 1 კონა
მწვანე წიწაკა – გემოვნებით
მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
ყველი თხელ ნაჭრებად დაჭერით, პიტნა დანაყეთ.
პიტნას შეურიეთ დაჭრილი წიწაკა, მარილი და დანაყეთ.
რძე ქვაბში გააცხელეთ (არ უნდა ადუღდეს, თორემ ყველი ჩაიხარშება) და შიგ ჩაყარეთ ყველი.
ყველი ხის კოვზით ზილეთ, სანამ მასა წელვადი არ გახდება.
ყველის წელვადი მასა მოაგუნდავეთ და ქვაბიდან ამოიღეთ.
შემდეგ სამზარეულოს სველ დაფაზე გადაიტანეთ.
ყველის მასა სწრაფად გააბრტყელეთ, სანამ გაცივდება.
გაბრტყელებულ ფენას თხლად წაუსვით დანაყილი პიტნა.
რულეტივით გადაახვიეთ და პიტნა ზემოდანაც გადაუსვით.
რულეტი პატარა ზომის ნაჭრებად დაჭერით და გადადეთ
ნადუღი ჯამში მოათავსეთ.
დაამატეთ არაჟანი და ცოტაოდენი ყველის ნახარში.
ურიეთ და ნელ-ნელა ყველის ნახარში დაამატეთ, სანამ არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებთ
როდესაც ყველის მასას სამზარეულოს დაფაზე გადაიტანთ, გახსოვდეთ: რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყველი გაცივდა, ნაკლებ ელასტიკური გახდება და გადახვევისას ფორმას დაკარგავს.
არეულ მასას დაუმატეთ დარჩენილი პიტნა.
ნადუღი ბლენდერში ათქვიფეთ და დაჭრილი გებჟალიას ნაჭრებს მოასხით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, recepti, receptebi, gemrieli kerdzebi sakvebi sachmeli, გემრიელი კერძები საკვები საჭმელი ნანახია: 2663 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]