მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
წითელი მხლის ფოთლების სალათა თხის ყველით
2014-05-16, 0:48 AM |
შემადგენლობა:
1 პატარა კონა წითელი მხალი
250 გ თხის ყველი
8 ცალი პამიდორი ჩერი
2 ს.კ. კედრის კაკალი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1-2 ს.კ. ლიმონის წვენი
0,5 ს.კ. თაფლი
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
თაფლი, ზეთი, მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი კარგად ავურიოთ. ხელით დავაქუცმაცოთ წითელი მხლის ფოთლები, დავუმატოთ დაჭრილი პამიდორი და დავასხათ სოუსის 3/4, ზემოდან მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ყველი, კედრის კაკალი და მოვასხათ დანარჩენი სოუსი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |