მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შემწვარი წიწილა კარტოფილთან ერთად
2014-05-15, 9:48 PM |
შემადგენლობა:
2 ცალი 500 გრ წიწილა ან ერთი 1 კგ ქათამი
1 კგ კარტოფილი
მარინადი:
6 კბილი ნიორი, დაჭყლეტილი
1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
2 ჩ.კ. ცხარე შებოლილი პაპრიკა
1 ჩ.კ. ბაჰარი
3 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. თაფლი
1 ჩ.კ. გამხმარი ტარხუნა
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
წიწილა გავასუფთავოთ. წავუსვათ მარილი შიგნიდან და გარედან. კარტოფილი გავფრცქვნათ და დავჭრათ. მარინადისთვის ყველა ინგრედიენტი შევურიოთ. წიწილებს წავუსვათ მარინადი, ამოვსვაროთ კარტოფილი, შევუკრათ ფეხები, ფრთები ავუტრიალოთ უკან და გავაჩეროთ ერთი საათი. საცხობ ფორმაში მოვათავსოთ ქათამი და კარტოფილი, ნაპირებში ჩავასხათ 50 მლ წყალი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ წინასწარ 200 ℃-მდე გაცხელებულ ღუმელში 1 სთ 15 წთ. შემდეგ ფოლგა მოვაშოროთ და კიდევ 20-30 წთ-ი დავტოვოთ ღუმელში, პერიოდულად ზემოდან ვასხათ დაგროვილი ბულიონი. მომზადებულ ქათამს ზემოდან მოვაყაროთ ოხრახუში, ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ მოხალული ფიჭვის კაკლები. მიირთვით სალათასთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |