Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უზბეკური პლოვი / uzbekuri plovi
2014-04-15, 10:16 PM
www.auf.ge -

მოკლე ინფორმაცია კერძის შესახებ:
უზბეკური სამზარეულოს ეს გემრიელი და ნოყიერი კერძი ძირითადად ცხვრის ხორცის, ბრინჯისა და სტაფილოსგან მზადდება, თუმცა შეხვდებით სხვა ვარიაციებსაც. ჩვენ პლოვის გამოცდილ და აპრობირებულ რეცეპტს გთავაზობთ. ნუ შეგაშინებთ რეცეპტის მოცულობა, ჩვენ უბრალოდ გვინდა ყველა ნიუანსი გაგიზიაროთ, რათა საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩეთ და ოჯახის წევრები თუ მეგობრები ხშირად გაანებივროთ ამ უგემრიელესი კერძით.

შემადგენლობა:
1-1,5 კგ. ცხვრის ხორცი (სასურველია ბარკალი)
1 კგ. გრძელი ბრინჯი
1 კგ. სტაფილო
1/2კგ. ხახვი
200 გრ. ცხვრის დუმა
2-3 მთლიანი ცხარე წიწაკა
2 თავი ნიორი
მარილი, პილპილის მარცვლები, ძირა, კურკუმა, კოწახური
ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:
1. ბრინჯი რამდენჯერმე გავრეცხოთ, ბოლოს დავასხათ თბილი წყალი და დავტოვოთ (უმჯობესია, თუ ამას პლოვის მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთებთ).
2. ხორცი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, დუმა _ შედარებით მომცრო ნაჭრებად, ხახვი ნახევარ რგოლებად, სტაფილო კი სიგრძეზე, მსხვილად.
3. მოზრდილი, სქელძირიანი ქვაბი დავდგათ მაღალ ცეცხლზე, ჩავასხათ ცოტაოდენი ზეთი და დავუმატოთ დუმის ნაჭრები, ვშუშოთ შევარდისფერებამდე.
4. დუმის ნაჭრები ამოვიღოთ და ახლა ხორცი ჩავაწყოთ ქვაბში. თუ ხორცი ბევრია და ქვაბის ძირზე არ ეტევა, მაშინ ჯერ ერთი ნაწილი მოვშუშოთ, ამოვიღოთ თეფშზე, მოვშუშოთ დანარჩენი და მერე ისევ ერთად მოვათავსოთ ქვაბში.
5. მოშუშულ ხორცს დავამატოთ ხახვი. როცა ხახვი ოქროსფერს მიიღებს, დავამატოთ სტაფილო და აღარ ამოვურიოთ, ხორცი უნდა დარჩეს ძირში, ხოლო სტაფილო – ზემოთ.
6. დავასხათ დაახლოებით 1,25 ლ. მდუღარე წყალი. ეს წყალი ბრინჯსაც უნდა ეყოს – გააჩნია რა ჯიშის ბრინჯს ხმარობთ.
7. დავამატოთ 1 ჩაის კოვზი ძირა, ამდენივე კოწახურის მარცვალი, ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა (სუნელია ერთგვარი), პილპილის მარცვლები (შეგვიძლია ჩაის დასაყენებელ პატარა ბადეში მოვათავსოთ და ასე ჩავუშვათ ქვაბში), კარგად გარეცხილი ნივრის მთლიანი თავები და მთლიანი წიწაკები.
8. დავტოვოთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე, ნახევრად თავდახურულ მდგომარეობაში ასე 30-40 წუთის განმავლობაში.
9. დავამატოთ იმდენი მარილი, რომ წვენი ცოტა მლაშე იყოს, ზედმეტ მარილს მოგვიანებით ბრინჯი შეიწოვს.
10. ქვაბიდან ფრთხილად, დაუზიანებლად ამოვიღოთ მთლიანი ნივრები და წიწაკები, რათა პლოვი ძალიან არ დაგვიმწარდეს.
11. დავუმატოთ პირველ ჯერზე მოშუშული დუმის ნაჭრები.
12. ფრთხილად დავუმატოთ გადაწურული ბრინჯი ისე, რომ სტაფილოსა და ხორცში არ აირიოს. გახსოვდეთ, რომ პლოვში ბრინჯისა და წყლის დოზრების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია – ჯობს წყალი ოდნავ აკლდეს, რადგან დამატებას მერეც შეძლებთ, ვიდრე თავიდანვე ბევრი დაასხათ და ბრინჯი მთლად ჩაიხარშოს.
13. შიგადაშიგ ძალზე ფრთხილად ვურიოთ მხოლოდ ბრინჯს, შევეცადოთ, ქვედა ფენებს არ შევეხოთ, თანაც ისინი მორევას არ საჭიროებენ, თავისსავე წვენში ითუშებიან. ყოველი მორევის შემდეგ ბრინჯის ფენა გადავასწოროთ.
14. გავსინჯოთ ბრინჯი – ის უნდა იყოს ფანტია, რბილი და მშრალი. თუ მარცვალი ისევ მაგარია, კიდეებში დავამატოთ ოდნავ წყალი და ქვაბი ცოტა ხანს ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავდახურული დავტოვოთ.
15. დანით ან კოვზის ტარით მოვსინჯოთ, ამოშრა თუ არა მთელი სითხე ქვაბიდან.
16. როდესაც ბრინჯიც მზადაა და სითხეც ამომშრალია, ფრთხილად ამოვიღოთ ხორცი და დუმა, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად.
17. ბრინჯს ფრთხლად მოვურიოთ (არ ავზილოთ), გადმოვიღოთ ფართო ლანგარზე, შემოვუწყოთ ხორცისა და დუმის ნაჭრები, ნიორი, წიწაკა და მივიტანოთ სუფრასთან.

რჩევები:
თუ ცხვრის ხორცი არ გიყვართ და გადაწყვიტეთ, პლოვი საქონლის ხორცისგან გააკეთოთ, მაშინ ხორცი უფრო პატარა ზომის ნაჭრებად დაჭერით.
გახსოვდეთ, რომ დუმაცა და ხორცის ნაჭრებიც ძალზე მაღალ ცეცხლზე იშუშება, რათა გარეკანი უცებ შეებრაწოს (ღონდ იმდენ ხანსაც ნუ დატოვებთ, რომ მთლად გამოშრეს), შიგნიდან კი წვნიანი და ნაზი დარჩეს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამზარეულო, კულინარული რეცეპტები, samzareulo, gemrieli receptebi, kulinaria, mzareuli, გემრიელი რეცეპტები, kulinariuli receptebi, კულინარია, მზარეული ნანახია: 6200 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]