Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შნიცელი პარმეზანით / shniceli parmezanit
2014-04-15, 2:09 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კვერცხი
20 გ გახეხილი პარმეზანი
5 ს.კ. ზეთი
2 თხელი ნაჭერი ღორის ხორცი
3 ს.კ. ძმარი
მწიკვი შაქარი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
500 გ პამიდორი
2 ს.კ. დაკეპილი ოხრახუში
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
კვერცხი გავთქვიფოთ, დავუმატოთ გახეხილი ყველი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. ხორცის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ამოვავლოთ კვერცხისა და ყველის მასაში და გაცხელებულ ზეთში, თითოეულ მხარეს 5 წუთის განმავლობაში შევწვათ. სანამ ხორცი შეიწვება, კარგად ავურიოთ ძმარი, მარილი, პილპილი, შაქარი და 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი. პამიდორი დავჭრათ, მოვაყაროთ ოხრახუში და მოვასხათ მომზადებული სოუსი. შნიცელები ცოტა ხნით ქაღალდში გავახვიოთ და შემდეგ პამიდვრის სალათასთან ერთად მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, kulinariuli receptebi, გემრიელი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, gemrieli receptebi, samzareulo, კულინარული რეცეპტები, სამზარეულო ნანახია: 1233 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]