მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ადვილი და გემრიელი გუფთები / advili da gemrieli guftebi
2014-04-15, 8:49 PM |
შემადგენლობა:
საქონლის ფარში - 300 გრ
კარტოფილი - 4-5
სტაფილო - 1
მარილი და პილპილი
კვერცხი - 1
ხახვი - 1
სოუსი:
არაჟანი - 2 ს.კ.
წყალი - 1/2 ჭიქა
ტომატ-პასტა - 1 ჩ.კ.
მდოგვი - 1/2 ჩ.კ.
მარილი და პილპილი
ხმელი რეჰანი
მომზადების წესი:
კარტოფილი და სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. დავამატოთ ფარში, კვერცხი, მარილი, პილპილი, დაჭრილი ხახვი. გავაკეთოთ გუფთები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ.
გადავაწყოთ ქვაბში ან სხვა ტაფაში, მოვასხათ სოუსი და ვშუშოთ 15 წთ.
სოუსისთვის შევურიოთ წყალი, არაჟანი, მდოგვი, ტომატი, ხმელი რეჰანი, მარილი და პილპილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |