Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ძველებური გოზინაყი ჩირებით და თხილით / dzveleburi gozinaki chirebit da tkhilit
2014-07-03, 8:21 PM
www.auf.ge -

წინათ გოზინაყს ამ სახითაც ამზადებდნენ. იყენებდნენ სხვადასხვა ჩირს: გარგრის, ლეღვის. შეგვიძლია ქიშმიშიც დავამატოთ.

ნიგვზის ნაცვლად ამ რეცეპტში თხილი და ნუში გამოიყენება. მნიშვნელოვანია თაფლის ხარისხი, ის უნდა იყოს ნატურალური და თხევადი.

შემადგენლობა:
ლეღვის ჩირი - 200 გრ
ნუში და თხილი - 100 გრ
თაფლი - 300 გრ

მომზადების წესი:
ჩირეული არ უნდა დავალბოთ, თორემ პროპორციები დაირღვევა. ლეღვის ან გარგრის ჩირი ძალიან მშრალი არ უნდა იყოს, შევარჩიოთ რბილი და შედარებით "წვნიანი".

ჩირი და თხილეული საშუალო ზომაზე დავჭრათ. თაფლი ჩავასხათ ქვაბში ან ტაფაში და მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ცოტა ხანს ვადუღოთ, თაფლმა მოცულობაში უნდა დაიკლოს. ჩავყაროთ ნუში, თხილი, ჩირი და 5 წუთი დაბალ ცეცხლზე დავტოვოთ, თან ვურიოთ.

შემდეგ როგორც ჩვეულებრივ გოზინაყს, ისე გადავიტანთ ბრტყელ თეფშზე ან დაფაზე, გავასწორებთ, შევაგრილებთ და დავჭრით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: receptebi, kulinaria, რეცეპტები, mzareuli, კულინარია, მზარეული ნანახია: 1047 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]