სადღესასწაულო ტორტი / sadghesastsaulo torti
| 2014-06-17, 3:48 PM |
4 კვერცხი, 200 გრ შაქრის პუდრი, ლიმონის ცედრა, 8 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, 150 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 15 გრ სოდა, 15 გრ კარტოფილის ფქვილი, ვანილი - გემოვნებით.
გულსართი; 0,2 ლ რძე, 4 კვერცხის გული, 80 გრ შაქრის პუდრი, 25 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ვანილი - გემოვნებით.
კვერცხის გული, შაქრის პუდრი და დაქუცმაცებული ლიმონის ცედრა ავთქვიფოთ, დავამატოთ მდუღარე წყალი და ისევ ავთქვიფოთ შესქელებამდე. დავამატოთ ფქვილი, სოდა, კარტოფილის ფქვილი, ვანილი და მსუბუქად გადავურიოთ. მზა ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმული და ფქვილმოყრილი ტორტის ფორმაში, შევდგათ გახურებულ ქურაში და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე. გამომცხვარი და გაცივებული ტორტი გავჭრათ ორი თანაბარი სისქის ფენად, რომლებსაც წავუსვათ გულსართი და შევაერთოდ. ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ გულსართი, მოვრთოთ საკუთარი გემოვნებით.
გულსართი: რძეში გავხსნათ კვერცხის გული, შაქარი, ვანილი და ფქვილი. მასა ავთქვიფოთ ქვაბში, რომელიც ჩავდგათ მდუღარეწყლიან ტაშტში მასის შესქელებამდე. ნარევი გავაცივოთ, დროდადრო ვურიოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: retseptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinaria mzareuli receptebi
|
ნანახია: 1128 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]