ხაჭაპური / khachapuri
| 2014-06-17, 11:49 AM |
1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 0,5 ლ რძე, ფქვილი რამდენსაც შეიზელს, 30 გრ ზეთი.
0,5 ლ თბილ რძეში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი. მოვაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. ზელვის დროს ხელი დავისველოთ ზეთში. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, ვიდრე ცომი არ ამოვა.
აფუებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად, ამოვავლოთ ფქვილში, სათითაოდ გავაბრტყელოთ. თითოეულზე მოვათავსოთ ყველის გულსართი, მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ, გამოვაცხოთ ცხელ ქურაში. ცხელ, გამომცხვარ ხაჭაპურს ზემოდან გადავუსვათ კარაქი.
ყველის გულსართი: 1 კგ ყველი (იმერული, სულგუნი, ბრინზა, ,,ქარხნული~), 1 ც კვერცხი, კარაქი.
უმარილო ან ნაკლებად მარილიანი ყველი დავჭრათ, დავჭყლიტოთ ან გავხეხოთ საცერში, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვზილოთ ხელით, შეიძლება შევურიოთ კვერცხი. თუ ყველი მარილიანია, მაგარია, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავალაგოთ რაიმე ჭურჭელში, დავასხათ წყალი, დავტოვოთ 2-4 საათის, ან მეტი ხნის განმავლობაში (ყველის მარილიანობის მიხედვით), პერიოდულად ვუცვალოთ წყალი. გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გავწუროთ, გულდაგულ დავჭყლიტოთ, დავამატოთ კვერცხი.
თუ ყველი ცხიმიანი არაა, შეიძლება დავამატოთYკარაქი - გემოვნებით.
ასეთივე ცომითა და ტექნოლოგიით მზადდება კარტოფილის, ყველისა და კარტოფილის, ჭარხლის ფოთლის, ყველისა და კვერცხის ხაჭაპურები (გულსართების მომზადების რეცეპტები მოყვანილია ქვემოთ).
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: retseptebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები
|
ნანახია: 1102 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]