Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორცის ღვეზელი / khorcis gvezeli

1 კგ საქონლის რბილი ხორცი, 200 გრ თავი ხახვი, 3 ც კვერცხი, 100 გრ კარაქი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.
0,5 ლ მაწონი, 3 ც კცვერცხი, 100 გრ კარაქი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 სადილის კოვზი ღვინის ძმარი, ხორბლის ფქვილი რამდენსაც შეიზელს.
კარგად ათქვეფილ კვერცხებს შევურიოთ მაწონი, ღვინის ძმარში გახსნილი საჭმელი სოდა და გამდნარი, თბილი კარაქი, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. დავდგათ 1,5-2 საათი თბილ ადგილას, ვიდრე ცომი არ ამოვა.
აფუებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ. ცომის ერთი ფენა დავდოთ ქურის ოთქკუთხა ტაფაზე, ზემოდან დავადოთ ხორცის ფარში, დავადოთ ცომის მეორე ფენა, ნაპირები ამოვუკეცოთ, ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, შევდგათ ქურაში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე.
ხორცის ფარშის მომზადება: საქონლის ხორცი მოვხარშოთ, დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ცხიმში, დავამატოთ გატარებული ხორცი, ბულიონი, პილპილი, მარილი, კარგად შევურიოთ და მოვშუშოთ. მაგრად მოხარშული კვერცხები, ოხრახუში და ქინძი დავჭრათ წვრილად და შევურიოთ ხორცის ფარშს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-06-17, 11:52 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: retseptebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები
ნანახია: 1328 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]