Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კალმარი ნაღების სოუსით / kalmari naghebis sousit
2014-05-28, 6:16 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
სოუსისთვის:
8 ს.კ. სქელი ნაღები
6 ს.კ. იოგურტი ან მაწონი
0,5 თავი ხახვი
1 პატარა კონა ოხრახუში
1 კონა რუკოლა
თეთრი პილპილი
ლიმონის წვენი
4 ნაჭერი ლიმონი
მარილი, ძმარი ბალზამიკო – გემოვნებით.

კალმარის შესაწვავად:
300 მლ ცივი წყალი
100 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
600 გ გარჩეული და რგოლებად დაჭრილი კალმარი
ზეთი – ფრიტიურისთვის
მწიკვი წითელი წიწაკა.

მომზადების წესი:
სოუსისთვის ავურიოთ ნაღები, იოგურტი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. ხახვი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ და სოუსს დავუმატოთ. სანამ კალმარს შევწვავთ, სოუსი მაცივარში მოვათავსოთ.

თეფშზე გადავანაწილოთ რუკოლა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ ბალზამიკო. ზედ დავაწყოთ ლიმონის ნაჭრები.

წყალი, მარილი, და ფქვილი კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამ მასაში ამოვავლოთ დაჭრილი კალმარი და ფრიტიურში შევწვათ, შემდეგ საშრობ ქაღალდზე დავაწყოთ, რომ დაიწრიტოს და წიწაკა მოვაყაროთ. კალმარის რგოლები რუკოლაზე მოვათავსოთ და სოუსი მოვასხათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, kulinariis samyaro, კულინარიის სამყარო, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1271 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]