მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მწვანე სალათა ორაგულით / mtscvane salata oragulit
2014-05-28, 1:49 AM |
შემადგენლობა:
100 გრამი ორაგული
1 შეკვრა მწვანე სალათის ფურცლები
1 შეკვრა მწვანე ხახვი
1 თავი ხახვი
50 გრამი ქინძი
50 გრამი ოხრახუში
1 ცალი კიტრი
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
ზეთისხილი და ფორთოხალი – გემოვნებით
პილპილი და მარილი – გემოვნებით
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
1. მწვანე სალათის ფურცლები დავხიოთ. დავჭრათ მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, კიტრი, წითელი ბულგარული წიწაკა, მწვანე ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, ფორთოხალი. ეს ყველაფერი შევაზავოთ ზეითუნის ზეთით, ლიმნის წვენით, პილპილითა და მარილით.
2. ცალკე შევწვათ ორაგული, ორივე მხრიდან ორ– ორი წუთით, დავჭრათ გრძივად და შევურიოთ ინგრედიენტები.
დამატებითი ტეგები: - salata, salati, salatebi, სალათა, სალათი, სალათები.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |