მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხაჭოს ჟელე ალუბლით / khachos jhele alublit
2014-05-28, 5:55 PM |
შემადგენლობა:
ჟელატინი - 15 გრ
რძე - 100 გრ
იოგურტი, ალუბლის - 250 გრ
ხაჭო - 300 გრ
ვანილიანი შაქარი - 1 პაკეტი
სწრაფი ჟელე ალუბლის არომატით - 1 პაკეტი
ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 150-200 გრ
მომზადების წესი:
ჟელატინს დაასხით რძე და დაალბეთ. შემდეგ გაათბეთ, რომ ჟელატინი გადნეს, მაგრამ არ აადუღოთ. ბლენდერში ათქვიფეთ ხაჭო და იოგურტი, დაამატეთ ვანილი. შემდეგ შეათქვიფეთ ჟელატინიანი რძე. ბოლოს ამ მასას დაამატეთ კურკაგამოცლილი ალუბალი. ჩაასხით ფორმებში და შედგით მაცივარში გასაციებლად. როცა მასა გამაგრდება, მოამზადეთ პაკეტის ჟელე ინსტრუქციის თანახმად და მოასხით თავზე. ჟელესთან ერთად დაამატეთ ალუბლებიც
შაქარი არ სჭირდება, რადგან იოგურტი ტკბილია. მაგრამ გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ, თუ საჭიროდ ჩათვლით
ალუბლის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა ხილი გამოიყენოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |