Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი ჩიზქეიქი ხილით / ugemrielesi chizqeiqi khilit
2014-05-28, 5:58 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტი:
ფქვილი - 1.5 ჭიქა
შაქარი - 1/3 ჭიქა
ლიმონის ცედრა - 1 ჩ.კ.
კარაქი - 100 გრ
კვერცხის გული - 2
ვანილი

გულსართი:
კრემ-ყველი (cream cheese) - 1 კგ
შაქარი - 1 ჭიქა
არაჟანი - 1/2 ჭიქა
კვერცხი - 2
კვერცხის გული - 1
ფქვილი - 3 ს.კ.
ლიმონის ცედრა - 1 ჩ.კ.
მარილი - მწიკვი
ვანილი
მარწყვი - 1 ჭიქა (დაჭყლეტილი)
მოცვი (გაყინული ან ახალი) - 1 ჭიქა (დაჭყლეტილი)
ხილი - მოსართავად

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, ცედრა. დაამატეთ კარაქის კუბები და ასრისეთ თითებით. მიიღებთ ფხვიერ მასას. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული და ვანილი. კარგად აურიეთ და მიღებული ცომი გააბრტყელეთ. გადაიტანეთ 22 სმ დიამეტრის გვერდებიან ფორმაში. გამოაცხეთ 12-15 წუთი, სანამ მსუბუქ ოქროსფერს არ მიიღებს.
მოამზადეთ შიგთავსი: კრემ-ყველი და შაქარი ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, ცედრა, ვანილი, მწიკვი მარილი, ფქვილი. კარგად აურიეთ. ეს კრემი გაყავით ორ ნაწილად. ერთს დაამატეთ დაჭყლეტილი მარწყვი და მოცვი. ეს კრემი გადაიტანეთ ფორმაში, სადაც უკვე გამომცხვარი ბისკვიტია. ზემოდან მეორე ნაწილი კრემი გაანაწილეთ. შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით, იგივე ტემპერატურაზე. შემდეგ დაუწიეთ 150 გრადუსზე და აცხეთ დაახლოებით 1 საათი.
ჯერ ფორმაში გააციეთ 10 წუთი, შემდეგ დანის წვერით შემოუარეთ გარშემო და მოხსენით ყალიბის გვერდები.
გაგრილების შემდეგ მთელი ღამე მაცივარში გააციეთ. შემდეგ მორთეთ ცოცხალი ხილით და დაჭერით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, kulinariis samyaro, კულინარიის სამყარო, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1195 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]