Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვაშლის კექსი თაფლით / vashlis keqsi taflit
2014-04-19, 4:39 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ცალი კვერცხი
3/4 ჭიქა თაფლი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
2 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1/2 სუფრის კოვზი დაფქული ჯავზი/მუსკატის კაკალი
3 ცალი ვაშლი – გათლილი, გულამოცლილი და დაჭრილი
3/4 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
ცოტაოდენი ცხიმი და ფქვილი ფორმისთვის

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 165C გრადუსამდე(325F). მოაცხეთ ცხიმი ფორმას(22.5სმ) და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.

2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და მცენარეული ზეთი. ჩაუმატეთ 2 კვერცხი და გათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი.

3. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, სოდა, მარილი, დაფქული დარიჩინი და ჯავზი. მიღებული მშრალი მასა ჩაუმატეთ კვერცხის მასას დიდ თასში და ურიეთ, სანამ ნესტიანი არ გახდება. შეურიეთ დაჭრილი ვაშლი და დაქუცმაცებული ნიგოზიც.

4. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 50-65 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ 10-15 წუთით და შემდეგ ამოიღეთ ფორმდან. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული შაქარი ან მსუბუქად მოასხით თბილი თაფლი(+კარამელი).

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinaruli recepti, კულინარია, მზარეული, Кулинария culinary, kulinariuli receptebi, გემრიელი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, receptebi ნანახია: 1624 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]