Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პორკეტა - ღორის ხორცის მადისაღმძვრელი რულეტი / porketa - goris xorcis madiagmdzvreli ruleti
2014-04-18, 12:36 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ღორის რბილი ხორცი - 2-2.5 კგ
ნივრის კბილი - 8-10
როზმარინი - 2-3 ტოტი
კამის თესლი - 1 ს.კ.
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
დაგვჭირდება ღორის ან ბურვაკის ბეჭის ძვალგამოცლილი ნაწილი, აუცილებლად კანიანი.

ხორცს შიდა მხრიდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მსხვილად დაჭრილი ნივრის კბილები, კამის თესლი და ნედლი როზმარინის ფოთლები.

მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით, ძაფით შევკრათ, ზემოდანაც მოვაყაროთ მარილი და ზეითუნის ზეთი გადავუსვათ. დავდოთ ცხაურზე, რომელსაც ქვეშ წყლიან თუნუქის ფურცელს დავუდებთ . შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

1 საათის შემდეგ, წესით ხორცი მზად უნდა იყოს. ჩავურთოთ გრილის რეჟიმი და ყველა მხრიდან კარგად დავბრაწოთ.

პორკეტა მზადაა - წვნიანი ხორცით და ხრაშუნა კანით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: Кулинария culinary, მზარეული, კულინარია, kulinaruli recepti, kulinariuli receptebi, გემრიელი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, receptebi, kulinari ნანახია: 1843 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]