Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაფინები კანადურად / mafinebi kanadurad
2014-04-19, 4:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 მთელი 1/2 ჭიქა ქიშმიში
3/4 ჭიქა შაქარი
115 გრამი კარაქი
2 ცალი კვერცხი
1/2 ჭიქა რძე
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილი
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი/საცხობი ფხვნილი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
მწიკვი მარილი
1/2 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
1/4 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი

მომზადების წესი:
1. დაჭერით კარაქი პატარა კუბიკებად და მოათავსეთ დიდ, სქელძირიან ქვაბში ქიშმიშთან, შაქართან, 2 კვერცხთან, რძესთან და ვანილთან ერთად. დადგით საშუალო ცეცხლზე და ხშირ-ხშირად ურიეთ მანამ, სანამ მასა არ გაცხელდება და შესქელდება, დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში(როცა უკვე ბუშტებს გაიკეთებს). შემდეგ ხუფის გარეშე შედგით მაცივარში, გასაგრილებლად, და გადადით რეცეპტის მორიგ ეტაპზე.

2. გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. მოაცხეთ ცხიმი მაფინების 12 ჭიქის ფორმას.

3. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, საცხობი ფხვნილი და მწიკვი მარილი. გაუკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში და ჩაასხით უკვე ნელთბილი რძიანი მასა. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ ეს ცომი ფორმებში გადაანაწილეთ.

4. მოათავსეთ ფირფიტა ღუმელის ცენტრში და აცხვეთ თქვენი მაფინები 190 C გრადუსზე 15-17 წუთის განმავლობაში, სანამ დესერტი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.

5. გამოცხობისთანავე თანაბრად მოასხით ნეკერჩხლის სიროფი (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი თითოს), მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და 10 წუთით ფორმაშივე დატოვეთ. ბოლოს, გადმოიღეთ მაფინები ფორმებიდან და გემრიელად მიირთვით, სანამ გაცივდებოდეს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: receptebi, kulinaria, mzareuli, გემრიელი რეცეპტები, kulinariuli receptebi, Кулинария culinary, მზარეული, კულინარია, kulinaruli recepti ნანახია: 1566 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]