Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მსხლის კექსი / mskhlis keqsi
2014-04-19, 4:36 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ჭიქა გრანულირებული შაქარი
3 ცალი კვერცხი
2 მთელი 1/2 ჭიქა გათლილი, გულამოცლილი და დაჭრილი მსხალი
1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
3 ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული ჯავზი/მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). ორ 20×10სმ ზომის ოთხკუთხედ ფორმას მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი.

2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს კარგად შეურიეთ ზეთი, შაქარი და კვერცხი. ჩაუმატეთ გათლილი, გულამოცლილი და თხლად დაჭრილი მსხალი, დაქუცმაცებული ნიგოზი და ვანილის ექსტრაქტი. მეორე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, საცხობი ფხვნილი, მარილი, დაფქული დარიჩინი და მუსკატის კაკალი. შემდეგ ეს მშრალი მასა გადაიტანეთ პირველ თასში და კარგად შეურიეთ. მიღებული ცომი გადაანაწილეთ ფორმებში.

3. აცხვეთ კექსი გახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ 10 წუთით დატოვეთ ფორმაში. შემდეგ გადმოიღეთ ცხაურზე ბოლომდე გასაცივებლად. გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinaruli recepti, კულინარია, მზარეული, Кулинария culinary, kulinariuli receptebi, გემრიელი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, receptebi ნანახია: 1345 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]