Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხბოს ჩაშუშული ბოსტნეულით
2013-03-13, 2:47 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხბოს რბილი ხორცი - 500 გრ.
ხახვი - 2 მოზრდილი ზომის თავი
სტაფილო - 1 ც.
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი - 2-3 კბილი
ძირა - 1 ჩ.კ.
წითელი ღვინო - 1 ჭიქა
მოხარშული წითელი ლობიო - 200 - 250 გრ.
ნებისმიერი ხორცის ნახარში (შეგიძლიათ შეცვალოთ ადუღებული წყლით)
პამიდორი - 3 ცალი
ოხრახუში, ქინძი
მარილი
პილპილი
ზეითუნის ზეთი (არა-რაფინირებული - "extra virgin”)



მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი ოთხკუთხედ ნაჭრებად და მოაყარეთ მარილი და პილპილი. საშუალო ცეცხლზე დაადგით ქვაბი და მოასხით ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ ხორცი, კარგად მოურიეთ და დაუწიეთ ცეცხლს. ხორცი გაუშვებს წვენს. გააჩერეთ 7 წუთის განმავლობაში. გადმოასხით წვენი (შეინახეთ), აუწიეთ ცეცხლს ისევ საშუალო დონეზე და ხორცთან ერთად ჩაშუშეთ ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ნიორი. თუ მასა მშრალი იქნება, დაამატეთ ზეთი. მოაყარეთ ძირა და კარგად მოურიეთ.

ბოსტნეული კარგად რომ მოითუშება, დაამატეთ ღვინო და გააჩერეთ 3-4 წუთი. შემდეგ დაამატეთ ხორცის (მაგალითად ქათმის ხორცის) ნახარში, ან თუ არ გაქვთ, დაამატეთ უბრალოდ ადუღებული წყალი, იმდენი, რომ მთლიანად დაიფაროს მასა. აქვე ჩაამატეთ ის წვენი, რაც მანამდე ხორცმა გაუშვა ჩაშუშვის დროს. ჩაამატეთ ლობიო (თუ ლობიოს ცალკე მოხარშავთ, ბოლომდე ნუ მოხარშავთ და კერძში ჩაიხარშება. ალტერნატიულად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლობიოს კონსერვიც). ჩაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 40 წუთის მანძილზე. პერიოდულად მოურიეთ. წყალი დაშრება და ოდნავ ბლანტი მასა გახდება. დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, მწვანილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. რამდენიმე წუთი გააჩერეთ ცეცხლზე და შემდეგ გამორთეთ.



გემრიელად მიირთვით !
მასალის წყარო: gemrieli.ge



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ხორცეული, ლობიო, ღვინო, ქინძი, პამიდორი, ჩაშუშული, რეცეპტები, ხბოს ჩაშუშული, ოხრახუში, კულინარია ნანახია: 2122 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]