მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კურდღელი არაჟნით და საფერავში მოხარშული მსხლით / kurdgheli arajhnit da saferavshi mokharshuli mskhlit
2018-04-07, 2:11 PM |
შემადგენლობა:
500 გრ. კურდღლის ხორცი
100 გრ. არაჟანი
50 გრ. კარაქი
200 გრ. ბეკონი
5 გრ. პილპილის მიქსი
500 გრ. საფერავი
100 გრ. ხახვი
100 გრ. შავი ქლიავის ჩირი
5 გრ. სეზამის მარცვალი
50 გრ. თხილი გარჩეული
50 გრ. გოგრის მარცვალი გარჩეული
2 კბილი ნიორი
2 მწვანე წიწაკა
2 მსხალი
1 კგ. სიმინდის ფქვილი
10 გრ. მიკრო მწვანილის მიქსი
100 გრ. ყველი კალტი, თეთრი
5 გრ. კამის მარცვალი
100 გრ. კონიაკი
5 გრ. მარილი
მომზადების წესი:
ვჭრით კურდღლის ხორცს, ვასხავთ ზეითუნის ზეთს და ვაყრით დაღერღილ წიწაკას. გამოსაცხობ დაფაზე ვალაგებთ ჯერ ბეკონის ნაჭრებს, შემდეგ კურდღლის ხორცს. იქვე ვაწყობთ ორ კბილ ნიორს და დაჭრილ ხახვს. ამ ყველაფერს ვდგავთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. შეწვის პროცესში დავაყაროთ მარილი და პილპილის მიქსი. გამოცხობის შემდეგ წავუსვათ კარაქი დარბილებისთვის.
ერთად დავნაყოთ ნუში, თხილი და ქლიავის ჩირი. ცალკე ქვაბში ვასხამთ საფერავს, კონიაკს და ვათავსებთ გათლილ მსხალს. ვადგამთ ნელ ცეცლზე მოსახარშად, 15-20 წუთის განმავლობაში.
თეფშზე ვათავსებთ დანაყულ მასას, ზემოდან ვდებთ მოხარშულ მსხალს და ვაფორმებთ სეზამის მარცვლით, კამის თესლით და ლიმონის ცედრით. გვერდზე დავულაგოთ გამომცხვარი ხორცის ნაჭრები, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გოგრის გარჩეული მარცვალი. გავაფორმოთ მიკრო მწვანილით.
მიირთვით კურდღლის ხორცი არაჟანთან და მსხალთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |