Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფენოვანი ჭიქები butterschotch-ით / fenovani chiqebi butterschotch-it
2016-12-01, 11:06 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხაჭო - 250 გრ;
კვერცხი - 1 ცალი;
შესქელებული რძე - 3 სადილის კოვზი;
ლიქიორი Butterscotch - 3 სადილის კოვზი;
სიმინდის ფქვილი - 3 სადილის კოვზი;
ქიშმიში - 1 მუჭა;
შოკოლადი - 50 გრ;
მოხალული თხილი - 10 ცალი.
ფენოვანი ჭიქებისთვის - ფილო ცომის 4 ცალი ფურცელი (უნდა გამოჭრათ 36 ცალი კვადრატი 10'10-ზე დაახლოებით. ერთ ფირფიტისგან 9 ცალი კვადრატი გამოდის).

ინვენტარი: მაფინის საცხობი მეტალის ყალიბი ან 12 ცალი სილიკონის ჭიქა;

მომზადების წესი
კვერცხი ათქვიფეთ;

შეამატეთ შესქელებული რძე და ხაჭო, მოურიეთ;

ჩაამატეთ ლიქიორი, ქიშმიში, თხლად დაჭრილი ან დაფხეკილი შოკოლადი, თხლად დაჭრილი თხილი და მოურიეთ;

სიმინდის ფქვილი უნდა იყოს თავ-გადასწორებული კოვზით, კრემის სისქე უნდა იყოს თხელი, მაგრამ არა წყალივით, ამ სისქეს სწორედ ფქვილით არეგულირებთ, თუმცა 4 კოვზზე მეტი მაინც არ უქნათ;

სიტკბო ეძლევა შესქელებული რძით და ლიქიორით, თუ საკმარისი არ ექნა, მაშინ კიდევ შეამატეთ "სგუშონკა" ან თეთრი შაქარი;

გაადნეთ კარაქი;

გამოჭერით ფურცლები, თითეულს წაუსვით კარაქი ალაგ-ალაგ, ასევე გაცხიმეთ საცხობი ფორმებიც;

თითო ჭიქაში ჩააფინეთ 3 ფურცელი (წინასწარ დაჭრილი), კიდეები ოდნავ ამოწეული უნდა ქონდეს;

ჩაასხით კრემის მასა, ფორმის კიდეც ცოტათი უნდა აკლდეს;

შედგით წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ სანამ კრემი არ შემაგრდება და ფირფიტები არ შეიბრაწება. (ღუმელში მხოლოდ ქვედა პოზიცია უნდა იყოს ანთებული);

გამოიღეთ და გააგრილეთ.

შეგილძიათ მიირთვათ კენკრის "ჩირაღდანთან" ან ნაყინთან ერთად.

მომზადების დრო: 30 წუთი; ცხომისთვის 20 წუთი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, kulinaria, ფენოვანი ცომი, ფენოვანი ჭიქები, butterschotch, გურმანი, fenovani chiqebi, fenovani comi, სამზარეულო ნანახია: 1382 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]