Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯნის უგემრიელესი სალათა - აჯაფსანდალის ალტერნატივა / badrijanis ugemrielesi salata - ajafsandalis alternativa
2018-03-18, 2:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბადრიჯანი — 1 ცალი
ბულგური (თერმულად დამუშავებული ხორბალი) — 150 გრ
წითელი ხახვი — 1 ცალი
ბოსტნეულის ბულიონი — 300 მილილიტრი
ზეითუნის ზეთი — 2 ს/კ
სულგუნი — 400 გ
ფქვილი — 3 ს/კ
პიტნა — 1 კონა
ოხრახუში — 1 კონა
კიტრი — 1 ცალი
პომიდორი — 2 ცალი
ბარდა (კონსერვი) — 1 ჭიქა
ბროწეულის მარცვლები — 100 გ

შესაზავებლად:
ზეითუნის ზეთი — 3 ს/კ
ლიმონის წვენი — 1 ცალი
ნიორი (დანაყული) —
2 კბილი

მომზადების წესი:
ხახვი წვრილად დაჭერით. ჯამში მოათავსეთ ბულგური და ხახვი. დაასხით ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს და მოამზადეთ 10–12 წთ. გადაიტანეთ თეფშზე და გააცივეთ.
ბადრიჯანი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. გაახურეთ ტაფა-გრილი, წაუსვით ზეითუნის ზეთი და შეწვით ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
გადადეთ ცალკე.
ყველი დაჭერით ნაჭრებად. ამოავლეთ ფქვილში. შეწვით გავარდისფრებამდე.
ჯამში შეურიეთ სალათის შესაკმაზი ინგრედიენტები.
მწვანილი წვრილად დაჭერით, კიტრი - პატარა კუბებად. პომიდორი გაჭერით, ამოაცალეთ გული და წვრილად დაკეპეთ.
სასალათეში შეურიეთ დაჭრილი ბოსტნეული და საკმაზი: ბარდა, ბროწეულის მარცვლები, ბულგური. მოასხით ზეითუნის ზეთი, აურიეთ. ზემოდან დაადეთ ყველი და ბადრიჯანი.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სალათი, აჯაფსანდალი, ბადრიჯანი, ajofsandali, ajafsandali, badrijani, სალათა, salati, salata, აჯოფსანდალი ნანახია: 825 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]