Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ხორცის პელმენი / qatmis khorcis pelmeni
2013-06-15, 1:03 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის:
ფქვილი 2-3 ჭ,
თბილი წყალი რამდენსაც შეიზელს,
მარილი 1/2 ჩ.კ,
კვერცხი 1

გულსართისთვის
ქათმის ხორცის ფარში - 500 გრ
ნიორი - 1 კბილი
ოხრახუში - 4-5 ღერი
ხახვი - 1
მდუღარე წყალი - 3-4 ს.კ.
მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ქათმის ხორცის ფარშს შევურიოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიორი, ხახვი და ოხრახუში, შევანელოთ სანელებლებით და დავასხათ მდუღარე წყალი.

2 ჭიქა ფქვილს დავამატოთ მარილი და კვერცხი, ნელ-ნელა ვამატოთ თბილი წყალი და მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი, ძალიან თხლად გავაბრტყელოთ და პატარა ჭიქით ამოვჭრათ. თუ ცომი მსხვილი გვეჩვენა, შეგვიძლია თითოეული წრე ცალკე გავაბრტყელოთ, შემდეგ ზედ მოვათავსოთ ფარში, შევკრათ და მოვხარშოთ მდუღარე მარილ-წყალში. მზა პელმენი მივირთვათ კარაქთან, არაჟანთან ან გახეხილ ყველთან ერთად.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ხორცეული, qatmis pelmeni, ფრინველის ხორცი, ქათმის ხორცის პელმენი, pilmebi, pelmeni, ცომი ქათმის ხორცი პელმენი, pelmenebi ნანახია: 1405 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]