Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მუხუდოს გემრიელი სალათი ბაზილიკით / mukhudos gemrieli salati bazilikit
2017-09-17, 9:43 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
60 გრ. მუხუდო
15 გრ. ბაზილიკი
5 გრ. მწვანე ხახვი
20 გრ. ფიჭვის თესლი
20 გრ. პარმეზანი
5 გრ. ნიორი
30 გრ. ზეითუნი
10 გრ. პიტნა
20 გრ. ღვივები
60 გრ. ჩერი
70 გრ. ლიმონი
50 გრ. ავოკადო

მომზადების წესი:
მუხუდო გავრეცხოთ, გავავსოთ ქვაბი წყლით და ვხარშოთ თავდახურული 4-5 საათის განმავლობაში, პერიოდულად ჩაიხედეთ - წყალი არ ჩაგიშრეთ. გასინჯეთ, თუ ხელით ადვილად იჭყლიტება, ე.ი. მოხარშულია. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ წყალი. სასურველია კანი გააცალოთ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ინგრედიენტების მომზადება დაიწყოთ. დაჭერით პომიდორი - ჩერი სასურველ ზომებად, გახეხეთ პარმეზანი, ბაზილიკს მოაცალეთ მხოლოდ ფოთლები, ასევე პიტნას. ავოკადო სასურველია სუფრასთან მიტანის წინ დაამატოთ.
გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი, ჩააგდეთ რამდენიმე კბილი ნიორი, შეგიძლიათ დაუმატოთ დაღერღილი წიწაკა და ბაზილიკის მორჩენილი ღეროები, სანამ ნიორი დაიბრაწება ტაფიდან ამოიღეთ და ჩაყარეთ მუხუდო. სასურველია, მოიბრაწოს მსუბუქად. ჩაახეხეთ ლიმონის ცედრა, გადმოდგით და შეაგრილეთ. დარჩენილი ინგრედიენტებიც შეურიეთ სალათს, მოასხით დამატებით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. (შეგიძლიათ სურვილისამებრ, რამე სხვა დრესინგი მოასხათ, ასევე ინგრედიენტები დაუმატოთ) მოაყარეთ პარმეზანი და ფიჭვის მარცვლები.
რაც უფრო მეტი ფერის ბოსტნეულს გამოიყენებთ, მით უფრო ლამაზია ნებისმიერი სალათი, ამ სალათის სერვირებისთვის შეარჩიეთ ერთი დიდი მათლაფა, გადაიტანეთ სალათი და ზემოდან მიკრომწვანილით ან ლამაზი სალათის ფურცლებით გააფორმეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სალათი, mukhudo, სალათა, პარმეზანი, baziliki, muxudo, salata, ბაზილიკი, salati, მუხუდო ნანახია: 885 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]