Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ინდაურის ფილე კომშით / indauris file komshit
2017-09-14, 12:11 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ინდაურის ფილე
300 გრ. კომში
80 გრ. ზეთი
1 ლიმონი
30 გრ. შაქარი
1 მწიკვი ტანდურის სანელებელი
1 მწიკვი დარიჩინი
1 მწიკვი მარილი
1 მწიკვი პილპილი

მომზადების წესი:
ინდაურის ფილე გავრეცხოთ, მოვაცალოთ ზედმეტი ცხიმი (თუ აქვს), გავამშრალოთ ხელსახოცით, (შეგიძლიათ დაბეგვოთ ოდნავ ინდაურის ფილე, იმისთვის რომ გაათანაბროთ ზედაპირი, რადგან თანაბრად შეიწვას ტაფაზე, თუ იქნება ამის აუცილებლობა) დავამარილოთ ორივე მხრიდან და კარგად შევაზილოთ ტანდორის სუნელები. კომში გავრეცხოთ, გავთალოთ სათლელით და დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად, შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ წყალი, ისე რომ ოდნავ დაიფაროს, დავდგათ ქვაბი საშუალო ცეცხლზე და წამოვადუღოთ. კომში კარგად, რომ მოიხარშება (ჩანგალი თუ რბილად ჩავიდა, ე.ი. მოხარშულია) გადმოვდგათ ცეცხლიდან და წყალი გადავუწუროთ.
მოხარშულ კომშს დავაყაროთ შაქარი და დარიჩინი დავაბლენდეროთ ერთგავროვანი მასის მიღებამდე (ან ხელის საჭყლეტით გავაკეთოთ პიურე). კომშის პიურე მზადაა. როდესაც კომშის პიურეს დავადგამთ, ტაფა გავახუროთ მაქსიმალურად, დავუმატოთ ზეთი და ტაფაზე მოვათავსოთ ინდაურის ფილე. ერთ წუთში გადმოვაბრუნოთ, შემდეგ ერთ წუთში ისე გადავაბრუნოთ, ასე ვატრიალოთ სანამ ორივე მხარეს არ მიიღებთ ღია ყავისფერ შეფერილობას.
შემწვარი ფილე გადმოვიღოთ თეფშზე, ქვეშ დავუფინოთ ქაღალდის ხელსახოცი, რომ ზედმეტი ცხიმისგან გავათავისუფლოთ. დავასვენოთ 5 წუთი, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და კომშის პიურესთან ერთად თბილ მდგომარეობაში მივიტანოთ სუფრასთან.
სერვირებისას შეგიძლიათ დაჭრილ ინდაურის ნაჭრებს მოაწუროთ ლაიმის ან ლიმონის წვენი, რაც აკეთილშობილებს ინდაურის ფილეს გემოს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ინდაური, ინდაურის ფილე, komshi, indauris file, კომში, ინდაურის ხორცი, indauris xorci, limoni, darichini, indauris khorci ნანახია: 1032 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]