Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სალათი ემპათია ნათელას რეცეპტით / salati empatia natelas receptit
2018-04-07, 3:27 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარტოფილი - 6
ქამა სოკო - 1 ქილა
სტაფილო - 2 (დიდი)
ძეხვი "სალიამი" - 100 გრ
კვერცხი - 5
ზეთისხილი - 1/5 ქილა (უკურკო)
ძეხვი "სალიამი" - 100 გრ
ნიორი - 1 თავი
ხახვი - 1 თავი (დიდი)
მწვანე ხახვი - 1 კონა (პატარა)
მწვანე ხახვი - 1 კონა (პატარა)
კამა - რამოდენიმე ღერი
გალინა ბლანკა - 1 (საქონლის)
მწვანე წიწაკა, ცხარე - 1 ცალი
პილპილი, ხმელი ხინძი და მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
მოვხარშოთ გათლილი კარტოფილი გალინა ბლანკასა და კამაში. მოვხარშოთ კვერცხი. სანამ ეს ორი ინგრედიენტი იხარშება, გავხეხოთ სტაფილო სახეხზე. დავჭრათ ქამა სოკო. დავჭრათ ხახვი და ნიორი. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ნიორი, პილპილი, ხმელი ქინძი და ცოტაოდენი მწარე წიწაკა. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. რომ მოიშუშება ნახევარი მასა გადავიტანოთ ცალკე ტაფაში. ერთ მასაში მოვშუშოთ სტაფილო, ხოლო მეორეში ქამა სოკო. სტაფილო და სოკო ამოვიღოთ ცალ–ცალკე თეფზე. წვრილად დავჭრათ ძეხვი, რამოდენიმე ზეთისხილი. მოხარშული და გაგრილებული კარტოფილი დავჭრათ წვრილად, შევურიოთ პილპილი, მარილი და რამოდენიმე ღერი ქინძი. გავფთქვნათ კვერცხები. სამი კვერცხი ამოვჭრათ ყვავილის ფორმაზე. გამოვაცალოთ გულები. ასევე დანარჩენ კვერცხებსაც ცალკე გამოვაცალოთ გულები. ცალ–ცალკე გავხეხოთ ცილა და გული სახეხზე. ავიღოთ დიდი თეფში, ზედ მოვათავსოთ ბისკვიტის რგოლის ფორმის ყალიბი, რომელსაც ძირი ეცლება. თეფშის შუა ადგილას მოვათავსოთ ჭიქა. მაიონეზი მოვათავსოთ პოლიეთილენის პარკში, ძირი ნემსით გავუხვრიტოთ. ამის შემდეგ დავიწყოთ სალათის აწყობა. • თეფშზე მოვაწუწოთ მაიონეზი, პირველ ფენად დავყაროთ შეგემებული კარტოფილი, წავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი მწვანე ხახვი; • შემდეგი ფენა – წვრილად დაჭრილი პილპილმოყრილი ძეხვი, ზედ მაიონეზი ცოტაოდენი; • შემდეგი ფენა – წვრილად დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი; • შემდეგი ფენა – დაჭრილი ქამა სოკო, წავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი; • შემდეგი ფენა – გახეხილი კვერცხის გული; • შემდეგი ფენა – სტაფილო, ზედ მაიონეზი; • შემდეგი ფენა – გახეხილი კვერცხის ცილა. ფრთხილად ამოვიღოთ სალათიდან რგოლი. ამის შემდეგ სამი ცალი კვერცხის ყვავილი მოვათავსოთ სალათის ერთ ადგილას და გავაფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით. სალათს გვერდებზე წავუსვათ მაიონეზი და შევაყაროთ გახეხილი კვერცხი. ძირზე, ოვალურად მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი. რგოლებად დაჭრილი ზეთისხილი შემოვალაგოთ წრიულად სალათის ზედა ფენაზე კვერცხის ყვავილებამდე. ფრთილად ამოვიღოთ ჭიქა. სალათი მზადაა. ეს სალათი შევქმენი ჩემი საყვარელი დედიკოსთვის.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kartofili, stafilo, dzekhvi saliami, galina blanka, salata, salatebi, სალათა, qama soko, salati, empatia ნანახია: 771 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]