Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნუშის ტარტი ფელამუშით - თათარით / nushis tarti felamushit - tatarit
2017-09-17, 12:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ლიტრი ბადაგი შავი
450 გრ. ფქვილი
150 გრ. კარაქი
95 გრ. შაქრის პუდრა
3 გრ. მარილი
30 გრ. ნუში დაფქვილი
4 კვერცხი
300 გრ. შაქარი
1 ფორთოხალი
4 ცალი დარიჩინის ჩხირი
1 ვანილის ჩხირი
1 მუსკატის კაკალი
4 მიხაკი
1 ჩურჩხელა
100 გრ. ფსტა
100 გრ. ყურძენი
100 გრ. ნიგოზი

მომზადების წესი:
ავურიოთ ფქვილი 500 მლ. ყურძნის წვენში. წვენის მეორე ნახევარი დავდგათ ცეცხლზე სანელებლებთან და ფორთოხლის ცედრასთან ერთად. წამოვადუღოთ. ამოვიღოთ ცედრა, ვანილის ჩხირი და დანარჩენი სანელებლები. დავუმატოთ ფქვილიანი მასა და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ჩავასხათ სილიკონის ნახევარსფეროს ფორმებში . ფორმებში მოთავსებულ ფელამუშში ღრმად ჩავდოთ 2-3 ცალი ყურძენი. რამდენიმე საათით გავაჩეროთ გასაცივებლად.
ფხვიერი ცომი: 250 გრ ფქვილი 150 გრ. ნაღების კარაქი 95 გრ. შაქრის პუდრა 3 გრ მარილი 30 გრ. დაფქვილი ნუში 60 გრ. კვერცხი ჩვეულებრივად მოვზილოთ ფხვიერი ცომი. დავამატოთ მშრალი ინგრედიენტები, ცივი დაჭრილი კარაქი და დავაქუცმაცოთ კომბაინში, დანით ან ხელით. დავამატოთ კვერცხი და მოვზილოთ ცომი. შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ საცხობი ქაღალდის 2 ფენაში. გავაცივოთ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში.
გავაბრტყელეთ ცომი დაახლოებით 2 მმ.-ის სისქეზე და მოვათავსოთ საცხობ ყალიბში. ღუმელი გავაცხელოთ 150 გრადუსამდე, შევდგათ ტარტის ცომი და ნახევრად გამოვაცხოთ.
როდესაც ტარტი და ფელამუში გაცივდება და გამაგრდება, ფელამუშის ნახევარსფეროები გადმოვიღოთ ტარტის რგოლებზე. ფელამუშს გადავუსვათ ნეიტრალური გლაზური და მოვაყაროთ ნიგოზი. გავაფორმოთ ჩურჩხელებით ან სურვილისამებრ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ყურძენი, თათარა, ტარტი, felamushi, tatara, ფელამუში, ბადაგი, tarti, yurdzeni kurdzeni, badagi ნანახია: 966 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]