Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უკრაინული ვინეგრეტი / ukrainuli vinegreti
2014-03-08, 2:19 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
450 გრამი ჭარხალი
450 გრამი სტაფილო
450 გრამი კარტოფილი
2 ცალი დიდი ზომის მჟავე კიტრი
1 თავი ხახვი
230 გრამი ბარდა
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუში(სურვილისამებრ)
1/2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესი:
1. გაასუფთავეთ ბოსტნეული. დიდი ზომის ქვაბში მოათავსეთ ჭარხალი. დაფარეთ წყლით, დადგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, კვლავ დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ჭარხალი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩაუმატეთ სტაფილო, კარტოფილი და ხარშეთ დამატებით 10 წუთის განმავლობაში. გამორთეთ გაზი და დატოვეთ ბოსტნეული ცხელ წყალში მთელი ღამით.

2. მეორე დღეს გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და ქვაბიდან ფრთხილად ამოიღეთ მოხარშული ბოსტნეული(დაიცავით სამუშაო ზედაპირი ლაქებისგან). მოაცალეთ კანი, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოათავსეთ დიდი ზომის თასში. დაუმატეთ იმავე ზომის კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი და თხლად დაჭრილი ხახვი. ჩაუმატეთ ბარდა, ზეთი, წიწაკა და მარილი. მსუბუქად შეურიეთ და სურვილისამებრ გააფორმეთ ვინეგრეტი ოხრახუშით.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ვინეგრეტი, ukrainuli vinegreti, ukrainuli vinegredi, ვინეგრედი, salatebi, vinegreti, უკრაინული ვინეგრეტი, salata, vinegredi, salati ნანახია: 2561 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]