მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
წიწიბურას სუპი ნათელას რეცეპტით / tsitsiburas supi natelas receptit
2018-04-17, 11:49 PM |
შემადგენლობა:
წიწიბურა 1,5 ჭიქა
კარტოფილი 5-6ც
სტაფილო 1ც
ხახვი 1ც
ტომატპასტა 2ს/კ
ზეთი 2ს/კ
ქამა სოკო 200გრ(კონსერვის)
კამა 1კონა
ოხრახუში 1 კონა
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხახვი დავჭრად წვრილად. და მოვთუშოთ 2ს/კ ზეთში. ხახვი რომ შეწითლდება დავამატოთ გახეხილი სტაფილო, ვთუშოთ ერთად. სოკოს გადავავლოთ წყალი და დავამატოთ სტაფილოს და ხახვს. ვთუშოთ ასე 2 წუთის მანძილზე. შემდეგ დავამატოთ ტომატპასტა. ვთუშოთ კიდევ 2 წუთის მანძილზე და დავამატოთ კარტოფილი+წიწიბურა +წყალი. დავდგათ მაღალ ცეცხლზე სანამ კარტოფილი და წიწიბურა არ მოიხარშება. როცა კარტოფილი მზად იქნება დავამატოთ მწვანილი და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით.
P.S. ეს სუპი ძალიან მოეწონებათ წიწიბურას მოყვარულებს, ასევე კარგი ვარიანტია მათთვის ვინც მარხვაზეა.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |