მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მარწყვის ჟელე მსუბუქი მუსით / marwyvis jhele msubuqi musit
2015-06-02, 7:09 PM |
შემადგენლობა:
მარწყვი - 500 გრ
შაქარი - გემოვნებით
წყალი - 100-120 მლ
ჟელატინი - 20 გრ
ხაჭო - 500 გრ
არაჟანი - 200 გრ
ვანილი
მომზადების წესი:
მარწყვს დააყარეთ შაქარი და დაასხით 100 მლ წყალი. შედგით მაცივარში სანამ წვენს არ გაუშვებს.
გადაუწურეთ ეს წვენი და დაალბეთ მასში ჟელატინი. გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, შეურიეთ მარწყვიც და გადაიტანეთ სილიკონის ფორმაში. შედგით მაცივარში ან საყინულეში 20-30 წუთით.
მოამზადეთ კრემი: ბლენდერში ათქვიფეთ ხაჭო, შაქარი, არაჟანი და ვანილი. ეს კრემი ზემოდან გაანაწილეთ მარწყვის ჟელეს და შეაბრუნედ მაცივარში რამდენიმე საათი.
სერვირებისას გადმოღეთ თეფშზე - სილიკონის ფორმიდან ადვილად გადმოვა.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |