Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი მარწყვის ტორტი / ugemrielesi marwyvis torti
2015-06-02, 7:05 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი 4
შაქარი 4 ს.კ
ფქვილი 120 გ
მარწყვი 600 -700 გ

კრემი:
კვერცხის გული 5
შესქელებული რძე 1 ქილა
ვანილი
კარაქი 350 გ
შაქარი 120 გ

მომზადების წესი:
კვერცხის ცილებით და შაქრით მოამზადეთ ბეზე. შეურიეთ კვერცხის გულები, შემდეგ კი მიქსერის გარეშე, კოვზით ან ხელის სათქვეფით ფრთხილად შეურეთ ფქვილი. ბეზე არ უნდა დავარდეს. გადაიტანეთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

მარწყვის უმეტეს ნაწილს დაამატეთ შაქარი და გამოშვებული წვენით დანამეთ შუაზე გაჭრილი ბისკვიტი. წაუსვით კრემი, დაალაგეთ მარწყვი, დაადეთ ზემოდან მეორე ფენა ბისკვიტი, დაფარეთ კრემით და მორთეთ დარჩენილი მარწყვით.

კრემი: კვერცხის გულები, ვანილი და შესქელებული რძე ათქვიფეთ. დაბალ ცეცხლზე შეასქელეთ, გააგრილეთ და შეათქვიფეთ კარაქი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, mzareuli, recepti, kulinaria, რეცეპტები, receptebi, კულინარული პორტალი ნანახია: 1421 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]