მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მარწყვის ტორტი ნახევარ საათში / martskvis torti nakhevar saatshi
2015-06-02, 7:04 PM |
შემადგენლობა:
ხაჭო - 500 გრ
არაჟანი - 200 გრ
მარწყვი - 600 გრ
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გრ
შოკოლადი - 60 გრ
შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი:
ხაჭო გავატაროთ საცერში, ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად და დავამატოთ ვანილი და შაქრის პუდრა. მიღებული კრემის თხელი ფენა მოვუსვათ ჭურჭელს ან თეფშს ძირზე და დავადოთ ფხვიერი ნამცხვრის ფენები. ამგავარად ნამცხვარი აღარ ისრიალებს. წავუსვათ კრემი, დავადოთ მარწყვი და კვლავ ნამცხვრის ფენა. ასე გავიმეოროთ სანამ ინგრედიენტები დამთავრდება.
შოკოლადი დავჭრათ, გავადნოთ ორთქლზე და მოვასხათ მზა ნამცხვარს ზემოდან. ტორტი უკვე მზადაა, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი, სანამ დარბილდება და კრემი გაუჯდება.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |