მომზადების წესი: კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, ქათმის ხორცი გავყოთ 3-4 ნაწილად, ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხახვი მოვშუშო სტაფილოსთან ერთად და ცოტა მარილი მოვაყაროთ. ზემოდან მოვალაგოთ ქათმის ხორცის ნაჭრები და მოვაყაროთ მარილი, შეგვიძლია წიწაკაც, ზემოდან დავაყაროთ კარტოფილის ნაჭრები და იმასაც მოვაყაროთ მარილი. ზემოდან დავადოთ 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი, კარაქი, და დავასხათ ბულიონი ან წყალი, ისე რომ ზედა ფენა დაიფაროს 2 სმ–ით. ადუღების შემდეგ დავუწიოთ და ვშუშოთ მომზადებამდე. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანილი.