სამარხვო და სასარგებლო სალათა / samarkhvo da sasargeblo salata
2014-04-16, 3:27 PM
ინგრედიენტები: პატარა თავი კომბოსტო , საშვალო ზომის ჭარხალი,2ც სტაფილო, 3ც კარტოფილი, ქინძი, კამა, მწვანე ხახვი, პილპილი. დავჭრათ კომბოსტო რაც შეიძლება წვრილად. დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული ჭარხალი და კარტოფილი. დავახეხოთ მოხარშული სტაფილო, მოვაყაროთ ქინძი , პილპილი, მარილი, ახალი ხახვი და მოვასხათ ზეთი. კარგად ამოვურით და მივირთვათ გემრიელად , სასარგებლოა, სამარხოა და რაც მთავარია ძალიან გემრიელია.