ქათმის ხორცის და კიტრის სალათი / qatmis xorcisa da kitris salati
| 2014-04-16, 8:27 AM |
200 გრ კიტრი, 100 გრ ქათმის ხორცი, 10 გრ მწვანე ხახვი, 3 გრ ნიორი, 10 მლ ღვინის ძმარი, 5 გრ მდოგვი, 2 გრ ზეთი, 1 გრ მწარე წიწაკა, ოხრახუში, შაქარი, მარილი - გემოვნებით.
ქათმის ხორცი მოვხარშოთ 30-40 წუთის განმავლობაში, გავაცივოთ, ხორცი გამოვაცალკევოთ, დავშალოთ თხელ ნაჭრებად. კიტრი გავჭრათ შუაზე, შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ქათმის ხორცს და დაჭრილ კიტრს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, ძმარი, მდოგვი, შაქარი, ზეთი, მარილი, ყველაფერი კარგად გადავურიოთ.
მზა კერძი ერთი საათით შევდგათ მაცივარში, გადავიტანოთ სასალათეში, მოვრთოთ რგოლებად დაჭრილი მწარე წიწაკითა და ოხრახუშით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: სალათი, კულინარია, სალათა, kulinaria, სალათები, salatebi, კულინარიული კერძები, salata, მზარეული რეცეპტები, salati
|
ნანახია: 1416 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]