ძეხვის, სიმინდისა და ყველის სალათი / dzekhvis, simindisa da kvelis salati
| 2014-04-16, 2:58 PM |
200 გრ შებოლილი ძეხვი, 400 გრ კონსერვირებული სიმინდი, 3 ც პომიდორი, 2 ც მწვანე წიწაკა, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 200 გრ ყველი, 4 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაფქული წითელი წიწაკა, რეჰანი, მაიორანი, მარილი - გემოვნებით.
სიმინდი გადავიტანოთ თუშფალანგზე და დავწრიტოთ. პომიდორს დავასხათ მდუღარე წყალი, გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე, მოვაცილოთ თესლი, დავჭრათ პატარა კუბებად. წიწაკა გავრეცხოთ, მოვაცილოთ თესლი, დავჭრათ ჩალისებურად. წვრილად დავჭრათ ხახვი. ძეხვი დავჭრათ თხელ რგოლებად. შევზილოთ ერთმანეთში მარილი, ნიორი, წიწაკა და ძმარი, დავასხათ ზეთი და ავურიოთ. სასალათეში გადავიტანოთ სიმინდი, პომიდორი, წიწაკა, ხახვი, ძეხვი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ყველი, მაიორანი, რეჰანი, მოვასხათ სოუსი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ, დავტოვოთ 10-15 წუთი, მივიტანოთ მაგიდასთან.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: სალათი, კულინარია, სალათა, kulinaria, სალათები, salatebi, კულინარიული კერძები, salata, მზარეული რეცეპტები, salati
|
ნანახია: 1332 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]