Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » სასმელები

ალუბლის ლიქიორი / alublis liqiori

შუშის ქილაში ჩაყარეთ 1 კგ კურკიანი ალუბალი. ზედ 1 ლ. სპირტი დაასხით. ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ერთი კვირის მანძილზე მყუდრო ადგილას მოათავსეთ. ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. 1 კვირის შემდეგ ალუბლის წვენი მეორე ქილაში გადაწურეთ (იხმარეთ ბამბიანი ძაბრი) ალუბალს 1 კგ. შაქარი მოაყარეთ და ასე გააჩერეთ 2-3 კვირა. დრო და დრო ქილა შეანჯღრიეთ. შაქარმოყრილი ალუბლის წვენიც ბამბიანი ძაბრის მეშვეობით ალუბლისაგან გადაწურულ წვენს შეურიეთ. 3/4 ჩაის ჭიქა წყალი გაათბეთ, უწვენოთ დარჩენილ ალუბალს დაასხით და კარგად მოურიეთ. ბამბიანი ძაბრის დახმარებით ეს წყალი ბოთლში დაგროვილ ალუბლის წვენს შეურიეთ. 3/4 ჩაის ჭიქა წყალი იმავე წესით, იმავე ჭურჭელში მეორეჯერაც გადმოწურეთ.
მიღებული სიროფი 2-3 კვირის განმავლობაში ჭურჭელში გააჩერეთ. მეორე კიდევ ერთხელ ბამბიანი ძაბრის მეშვეობითგაფილტრეთ. მიღებული ლიქიორი ნებისმიერ ჭურჭელში ჩაასხით შესანახად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2015-11-26, 10:56 AM
კატეგორია: სასმელები | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: alokogol, ალკოჰოლი, alkoholi, ლიქიორი, alkoholuri sasmelebi, ალკოლოლური სასმელები, alkoholuri sasmeli, ლიქიორები, ალკოჰოლური სასმელი, liqiori liqueur
ნანახია: 2252 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]