Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სლოვაკური როგლიკები თხილით / slovakuri roglikebi tkhilit
2014-03-15, 9:27 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გრამი ფქვილი
10 გრამი დროჟი
8 სუფრის კოვზი რძე
ცოტა მარილი
90 გრამი შაქარი
40 გრამი მარგარინი
1 ცალი კვერცხი
15 გრამი მარგარინი
125 გრამი გასუფთავებული თხილი
½ პაკეტი ვანილი
ლიმონიანი-შაქრიანი მინანქარი

მომზადების წესი:
ფქვილის, რძის, დროჟის, კვერცხის, მარგარინის, მარილისა და შაქრისაგან მოვზილოთ ცომი. ვაცალოთ ცომს ამოფუება, გავაბრტყელოდ არც თუ ისე თხელ ფირფიტად. ცომისაგან გამოვჭრათ სამკუთხედი ნაჭრები და წავუსვათ გამდნარი მარგარინი. შაქარში არეული თხილი ოდნავ მოვხალოთ და დავნაყოთ. დავუმატოთ ვანილი და ცოტა წყალი, რომ წელვადი მასა მივიღოთ. ცომის ნაჭრებს წავუსვათ ეს მასა და დავახვიოთ. მიღებულ როგლიკებს ვაცალოთ ცოტა კიდევ გაფუება და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ფორმაში ცხელ ღუმელში, ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში (როგლიკები უნდა შეწითლდეს). ჯერ კიდევ თბილ როგლიკებს წავუსვათ ლიმონის მინანქარი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: თხილით, სლოვაკური, დროჟის, roglikebi, txili, როგლიკები, tkhili, ფქვილის, slovakuri, რძის ნანახია: 1232 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]