Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გუფთებიანი სუპი ახალი მწვანილით / guftebiani supi akhali mtsvanilit
2018-01-23, 0:38 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შერეული ფარში - 400 გ
მრგვალი ბრინჯი - 2 ს/კ
დაჭყლეტილი ნიორი - 3 კბილი
დაჭრილი ხახვი - 2 თავი
ოხრახუში - 1 კონა, დაჭრილი
ქინძი - 1 კონა, დაჭრილი
მწვანე ხახვი - 1 კონა, დაჭრილი
კვერცხი - 1 ცალი, ან კვერცხის გული
ძირა
ტომატპასტა - 2 ს/კ
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი და პილპილი
მანანის ბურღული - 3-4 ს/კ

მომზადების წესი:
ბრინჯი მდუღარე წყალში დავალბოთ 20 წუთით და გადავწუროთ.
ხორცს დავუმატოთ ნიორი, ხახვი, 1 ს.კ. დაჭრილი მწვანილი, კვერცხი, სანელებლები, ბრინჯი და ავზილოთ.
დავყოთ 10-12 გუნდად და ამოვავლოთ მანანის ბურღულში.
ქვაბში გავაცხელოთ წყალი, შევურიოთ მარილი, პილპილი და ძირა. როცა ადუღდება, დავუმატოთ ტომატპასტა და შაქარი.
ადუღებულ წვნიანში ჩავყაროთ გუნდები და მოვხარშოთ. მზა წვნიანი ამოვიღოთ სასურველ ჭურჭელში და მოვაყაროთ დაჭრილი
მწვანილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: gufta, გუფთის სუპი, გუფთები, გუფთების სუპი, გუფთა, kulinaria mzareuli recepti, guftebis supi, კულინარიული რეცეპტი, guftebi, guptebis sufi ნანახია: 1511 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]