Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » ვიდეოები

უგემრიელესი აჯაფსანდალი - რეცეპტი და ვიდეო / ugemrielesi ajafsandali - recepti da video
2017-09-10, 5:12 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500-600 გრ. ბადრიჯანი
4-5 ცალი სტაფილო
4-5 ცალი ბულგარული წიწაკა
4-5 ცალი თავი ხახვი
4-5 ცალი კარტოფილი
1 კგ. პამიდორი
მწვანილები: ქინძი, ოხრახუში , რეჰანი
3-4 კბილი ნიორი
მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ პატარა კუბიკებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 1 საათი, რომ წვენი გამოუშვას.
სტაფილო, ხახვი და ბულგარული წიწაკა დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
მოვხრაკოთ ზეთში დაჭრილი ბოსტნეული.
გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად კარტოფილი.
მოვხრაკოთ ბოსტნეულთან ერთად.
როცა წვენს გამოუშვებს ბადრიჯანი გავწუროთ ხელით და შევწვათ.
მოხრაკულ ბოსტნეულს დავაყაროთ ცალკე შემწვარი ბადრიჯანი.
პამიდორს დავასხათ ცხელი წყალი, გავაჩეროთ 3 წუთი, გადაუწუროთ წყალი, გადავაძროთ კანი პამიდორს.
გავხეხოთ სახეხზე.
გახეხილი პამიდორი მოვასხათ მოხრაკულ ბოსტნეულს.
მწვანილები დავჭრათ წვრილად, ნიორი დავაჭყლიტოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: ვიდეოები | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ვიდეო კულინარია, აჯაფსანდალი, ვიდეო რეცეპტი, video recipes, videorecepti, ვიდეო რეცეპტები, video recepti, videoreceptebi, ajafsandali, video receptebi ნანახია: 1857 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]