Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » ვიდეოები

უგემრიელესი მადამ ბოვარის რეცეპტი ვიდეოთი / ugemrielesi madam bovaris recepti videoti
2017-09-10, 4:30 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხბოს ხორცი 500 გრ
ხახვი 2 თავი
კარტოფილი 400 გრ
ყველი (სულგუნი) 200 გრ
მწვანე ხახვი 50 გრ
ზეითუნის ზეთი 50 მლ
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
მაიონეზი 250 გრ

მომზადების წესი:
ხორცი დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
ყველი გავხეხოთ.
ხახვი დავჭრათ მრგვლად.
გავხეხოთ უმი კარტოფილი.
უმი, გახეხილი კარტოფილი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ყალიბში. მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
ზემოდამ დავალაგოთ ხორცის ფარში.
შემდეგ მრგვლად დაჭრილი ხახვი.
მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
წავუსვათ მაიონეზი, დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ გაზქურაში. ვაცხოთ 180 °C 50 წუთი. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მოვაცილოთ ფოლგა, რომ ზემოდან შეიბრაწოს და მიიღოს ლამაზი ოქროს ფერი.
დავჭრათ მწვანე ხახვი.
მადამ ბოვარი გამოვიღოთ ღუმელიდან და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
მადამ ბოვარი მზადაა!
ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ ბოლოკის ან კიტრის "ყვავილით".
გემრიელად მიირთვით!



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: ვიდეოები | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ვიდეო კულინარია, მადამ ბოვარი, ვიდეო რეცეპტი, madam bovari, video recipes, videorecepti, ვიდეო რეცეპტები, video recepti, videoreceptebi, video receptebi ნანახია: 2505 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]