მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფერადი პასტა და საქონლის ხორცის მობრაწული ბურთები / feradi pasta da saqonlis khorcis mobratsuli burtebi
2017-07-10, 9:45 AM |
შემადგენლობა:
300 გრ. საქონლის ფარში
50 გრ. საფანელი
1 კვერცხი
1 ხახვი
100 გრ. გაუდა
100 გრ. ზეთი
3 ჩაის კოვზი მარილი
400 გრ. მაკარონი
200 მლ. ნაღები
1 ჩაის კოვზი ხმელი ბაზილიკი
70 გრ. პარმეზანი
მომზადების წესი:
საქონლის ფარშში აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი ყველი, საფანელი, კვერცხი და 1 ჩ/კ მარილი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და პატარა თანაბარი ზომის ბურთებად დაამრგვალეთ. ზეთიან ტაფაზე შეწვით ყველა მხრიდან.
პარალელურად დაადგით ქვაბი წყლით, დაუმატეთ 2 ჩ/კ მარილი და აადუღეთ, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ შეფუთვაზე მითითებული დროის განმავლობაში.
შემდეგ გადაწურეთ, დააბრუნეთ ქვაბში, დაამატეთ ნაღები და 2 წუთის შემდეგ გადმოიღეთ სასურველ ჭურჭელზე. დაამატეთ მობრაწული ბურთები.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |