Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნიუ-იორკული ჩიზქეიქი / niu-iorkuli chizqeiqi
2017-06-20, 1:22 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გრამი “პეჩენია”
2 სუფრის კოვზი(30 გრამი) დამდნარი კარაქი
900 გრამი მდნარი ნაღების ყველი/კრემ-ყველი
1 მთელი 1/2 ჭიქა შაქარი
3/4 ჭიქა რძე
4 ცალი კვერცხი
1 ჭიქა არაჟანი
1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1/4 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი 22.5სმ(დიამეტრი) ზომის მრგვალ ყალიბს.
2. დაფშხვენით ბისკვიტი/”პეჩენია” საშუალო ზომის თასში და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ხის კოვზით. მოათავსეთ ეს ფხვიერი მასა ფორმის ზედაპირზე, თანაბრად გადაანაწილეთ და დატკეპნეთ ხელით.
3. დიდი ზომის თასში გათქვიფეთ ნაღების ყველი ჭიქანახევარ შაქართან ერთად. ჩაასხით რძე და კვლავ გათქვიფეთ. სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და თან თქვიფეთ. ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, არაჟანი, ფქვილი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მიღებული მასა ბისკვიტიან ფორმაში.
4. დადეთ ფორმა საცხობ ლანგარზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდგომ გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ მასში ჩიზქეიქი 5-6 საათით ისე, რომღუმელის კარი ერთხელაც არ გამოაღოთ(ასე თქვენი ჩიზქეიქი არ დაიბზარება). ღუმელში გაცივების შემდეგ კი შედგით მაცივარში კარგად გასაცივებლად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, рецепт, повар, рецепты, receptebi, кулинария ნანახია: 1502 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]